ჰანსი ფლიკის თქმით, ბარსელონას გოლკიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად.
გერმანელმა მეკარემ მუხლის ჯვარედინი მყესები სექტემბერში გაიწყვიტა, რის შემდეგაც ბარსამ ვოიცეხ შესნი დაიმატა.
„ტერ შტეგენი მზად არის. უნდა დავილაპარაკოთ და გავარკვიოთ, რისი გაკეთება გვინდა.
ამ ეტაპზე მხოლოდ დაცდაა საჭირო - უნდა გადავწყვიტოთ, როდის არის მისი დაბრუნებისთვის იდეალური დრო.
ლევანდოვსკის ტრავმა? მისი მომჯობინება და მწყობრში დაბრუნება ძალიან გაგვიხარდება, თუმცა ამ ეტაპზე არ ვიცით, ეს როდის მოხდება. წინასწარ საუბარი არ გვინდა." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.