არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ მერსონმა განაცხადა, რომ მანჩესტერ იუნაიტედისთვის შესაფერისი მწვრთნელი თომას ტუხელია.
– ვფიქრობ, მათ ცვლილებები სჭირდებათ. მგონია, რომ მომდევნო სეზონის დასაწყისში მათ სჭირდებათ ვინმე თომას ტუხელის მსგავსი. ვინმე, ვინც ცეცხლს დაანთებს. მას არ ეშინია ხალხის გაღიზიანების და ყველაფერს თავისებურად აკეთებს.
– და ეს როგორ მოხდება, თუ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა და მოიგებს? რამდენი დრო ექნება მას მანჩესტერ იუნაიტედის ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად?
– თუ, როგორც ამბობთ, ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავლენ, ფინალი 16 ივლისს ან დაახლოებით ამ დროს გაიმართება… გესმით, რასაც ვამბობ? მას მაინც ექნება დრო ხალხთან სასაუბროდ. ის მაინც შეძლებს მივიდეს და თქვას: „მე მინდა ერთი, მეორე, მესამე ფეხბურთელი“. ჩემი აზრით, მათ სჭირდებათ ვინმე, ვინც გვერდიდან არ შემოუვლის საკითხს. გესმით, რას ვგულისხმობ? ისეთი კაცი სჭირდებათ, ვინც პირდაპირ საქმეზე გადავა.
ვფიქრობ, ფეხბურთელებს შენჯღრევა სჭირდებათ. მგონია, ისინი ზედმეტად კომფორტულად გრძნობენ თავს ისეთი კლუბისთვის, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია. არ მინდა ვულვერჰემპტონის მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინო, მაგრამ მათთან სახლში ფრე ითამაშეს და ეს ნორმალურად ითვლება. ეს არ არის მანჩესტერ იუნაიტედი. ცვლილებები აუცილებელია.
მე მომწონს ოლე-გუნარ სოლსკიაერი. ის კარგი შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ის უკვე იყო მწვრთნელი და გაათავისუფლეს. შეიძლება ისევ და ისევ დაბრუნდე ნაცნობ გზაზე, მაგრამ თუ ერთსა და იმავეს გამუდმებით აკეთებ, იგივე შედეგებს მიიღებ — ეს სიგიჟეა“, — თქვა მერსონმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოლსკიაერი, რომელიც გუნდს 2018-2021 წლებში წვრთნიდა, ახლოს არის გუნდში დროებით მწვრთნელად დაბრუნებასთან.