ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ჯგუფში მე-3 ტურის მატჩები გაიმართა.
ესპანეთმა კვიპროსი 91-47 გაანადგურა. მოქმედ ევროპის ჩემპიონს ვილი ერნანგომესმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
იტალიამ კი ბოსნია და ჰერცეგოვინა 79-96 დაამარცხა. იტალიელებიდან გამორჩეული სიმონე ფონტეკიო იყო, რომელმაც აქტივში 39 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ფონტეკიომ ამ შედეგით ევრობასკეტზე იტალიის ნაკრებზე ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
აქამდე იტალიელებს შორის ერთ მატჩში ყველაზე მეტი ქულა ანდრეა ბარნიანის ჰქონდა ჩაგდებული, რომელმაც 2011 წელს 36 ქულა მიითვალა.
3 ტურის შემდეგ C ჯგუფში ასეთი სიტუაციაა.
1. საბერძნეთი - 3 მოგება, 0 მარცხი - 6 ქულა
2. ესპანეთი - 2 მოგება, 1 მარცხი - 5 ქულა
3. იტალია - 2 მოგება, 1 მარცხი - 5 ქულა
4. ბოსნია და ჰერცეგოვინა - 1 მოგება, 2 მარცხი - 4 ქულა
5. საქართველო - 1 მოგება, 2 მარცხი - 4 ქულა
6. კვიპროსი - 0 მოგება, 3 მარცხი - 3 ქულა
2 სექტემბერს საქართველო კვიპროსს დაუპირისპირდება, საბერძნეთი ბოსნიას შეხვდება, ესპანეთი კი იტალიას ეთამაშება.
ევრობასკეტ 2025 - ოთხივე ჯგუფის სიტუაცია 3 ტურის შემდეგ