დასტინ პორიემ საჯაროდ მოიხადა ბოდიში ატლანტას აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო და განაცხადა, რომ სურს დაუკავშირდეს პოლიციელს, რომელსაც დაკავებისას დაუპირისპირდა.
ყოფილმა მებრძოლმა თავის ადვოკატს სთხოვა, მოეძიებინა ინფორმაცია აღნიშნული ოფიცრის შესახებ, რათა მან პირადად გადაუხადოს მადლობა პროფესიონალიზმისთვის და იმისთვის, რომ სიტუაცია უფრო მძიმედ არ განვითარდა.
პორიემ ასევე გულახდილად ისაუბრა ინციდენტის ფინანსურ შედეგებზე. მან დაადასტურა, რომ სკანდალის გამო უკვე დაკარგა მნიშვნელოვანი სპონსორი და გაუუქმდა დაგეგმილი აქტივობები, რაც მისთვის როგორც რეპუტაციული, ასევე ფინანსური ზარალია.
მან აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას მთლიანად თავის თავზე იღებს და განაცხადა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნებს, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.