სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა. ქართველმა ნახევარმცველმა თურქული ჰათაისპორი დატოვა და AVS SAD-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ავეშის საფეხბურთო კლუბი პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში გასულ სეზონში აღზევდა.
"კლუბმა კარგი და ამბიციური პროექტი წარმიდგინა. მიხარია პორტუგალიაში დაბრუნება. მე უკვე ვიცი ეს ჩემპიონატი, რამაც ჩემს გადაწყვეტილებაზეც იმოქმედა. კლუბს გაზრდა უნდა და მზად ვარ, ამაში დავეხმარო." განაცხადა გიორგი აბურჯანიამ, რომელიც მიზნად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებასაც ისახავს.
29 წლის მოთამაშემ ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აბურჯანია 2021-23 წლებში პორტუგალიურ ჟილ ვისენტეში თამაშობდა, გასულ სეზონში კი ჰათაისპორის შემადგენლობაში 21 შეხვედრა ჩაატარა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები