Louis Vuitton-მა მადრიდის რეალისთვის ახალი ექსკლუზიური კოლექცია წარადგინა.
მოდის სახლმა Louis Vuitton-მა, ესპანურ გრანდთან თანამშრომლობის მეორე წლის ფარგლებში, მადრიდის რეალის მამაკაცთა და ქალთა საფეხბურთო, ასევე მამაკაცთა საკალათბურთო გუნდებისთვის განახლებული ოფიციალური და სამგზავრო სამოსის კოლექცია გამოუშვა.

ფარელ უილიამსის ხელმძღვანელობით შექმნილი ხაზი მოიცავს ელეგანტურ პალტოებს, ორმხრივ ქურთუკებსა და აქსესუარებს, რომლებზეც ბრენდის სიმბოლიკასთან ერთად სამეფო კლუბის ემბლემაც არის ამოქარგული.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ სამოსზე დატანილია სპეციალური პერსონალიზებული ეტიკეტი ფეხბურთელთა ინიციალებით.

კოლექცია ექსკლუზიურად მხოლოდ რეალის წევრებისთვის შეიქმნა და გაყიდვაში არ გამოვა.
