ფრან გარსიას მომავალი მადრიდის რეალში უკვე გადაწყვეტილია და 26 წლის მცველი, სავარაუდოდ, მიმდინარე ზაფხულს დატოვებს კლუბს.
ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ გუნდის შემადგენლობა შეიცვალა და მარცხენა მცველის პოზიციაზე კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მოურინიო ამ ზონაში პრიორიტეტს მარკ კუკურელიასა და ალვარო კარერასს ანიჭებს, რის გამოც ფრან გარსია იერარქიაში ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და მწვრთნელის გეგმებში აღარ შედის.
ამ ეტაპზე ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად ბეტისია დაინტერესებული, რომელიც უკვე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მადრიდულ კლუბთან. რეალი მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ბეტისისთვის გარკვეულ ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა კლუბები საერთო ენის გამონახვას მაინც ცდილობენ.
მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და დიდი ალბათობით, უახლოეს კვირებში ფეხბურთელი კარიერას ესპანეთშივე, მაგრამ უკვე სევილიურ კლუბში გააგრძელებს.