მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, უპამეკანომ, მაიკლ ოლისეს მადრიდის რეალში შესაძლო გადასვლაზე გავრცელებულ ხმებს მოკლე და მკაცრი პასუხი გასცა.
მედიაში აქტიურად იწერება, რომ სამეფო კლუბი 24 წლის ფრანგი ვინგერის სანაცვლოდ რეკორდული, 223 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
საფრანგეთის ნაკრების ბანაკში მყოფმა უპამეკანომ რეალის ინტერესზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
ის აქ რჩება, ის აქ რჩება!
ოლისეს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ლუი საჰაც გამოეხმაურა:
ეს აბსოლუტურად გიჟური ციფრებია, თუმცა ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს. ის, რაც ამ ბიჭმა 1-2 წელიწადში გააკეთა, დაუჯერებელია. გახსოვდეთ, ის კრისტალ პალასში თამაშობდა და ხალხს მისი ნიჭის ბოლომდე არ სჯეროდა. ახლა კი მას ყველა გიჟივით დასდევს
მიუხედავად ბაიერნის მყარი პოზიციისა, 223-მილიონიანი შეთავაზების შესახებ ჭორები ტრანსფერის დახურვამდე ძნელად თუ ჩაწყნარდება.
თავად ოლისე კი ამჟამად მუნდიალზეა ფოკუსირებული, სადაც საფრანგეთმა პარაგვაი 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება.