მარკუს რაშფორდი ბარსელონაში წარმატებული იჯარის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნდება, თუმცა მისი რეინტეგრაცია კლუბის ხელმძღვანელობისთვის დიდ ფინანსურ თავსატეხად იქცა.
28 წლის ინგლისელი შემტევი კვირაში 325 000 ფუნტ სტერლინგს გამომუშავებს, რაც წითელი ეშმაკების ახალ, დაბალანსებულ სახელფასო სტრუქტურას მკვეთრად არღვევს.
Manchester Evening News-ის ცნობით, კლუბში არსებობს შიში, რომ რაშფორდისთვის ამხელა ხელფასის შენარჩუნება გასახდელში უკმაყოფილებას გამოიწვევს და სხვა ლიდერებიც ანალოგიურ პირობებს მოითხოვენ. თავად ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს, ხელფასის შემცირებას არ გეგმავს.
ბარსელონაში მან გასულ სეზონში 14 გოლი და 14 ასისტი მიითვალა, თუმცა კატალონიელებმა მისი 26 მილიონ ფუნტად გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენეს. ტაქტიკურად რაშფორდის დაბრუნება გუნდს გააძლიერებს, თუმცა ხელმძღვანელობას პირველ რიგში ფინანსური პრობლემის მოგვარება მოუწევს.