მანჩესტერ იუნაიტედისა და არგენტინის ნაკრების მცველმა, ლისანდრო მარტინესმა აღიარა, რომ მძიმე და ხანგრძლივი ტრავმების გამო ფეხბურთიდან წასვლას სერიოზულად განიხილავდა.
28 წლის ფეხბურთელმა კრისტალ პალასთან მატჩში მიღებული ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ უმძიმესი რეაბილიტაცია გაიარა. მისი თქმით, კარიერის გადარჩენასა და ფსიქოლოგიური ძალის პოვნაში უდიდესი როლი მისი ქალიშვილის, აურორას დაბადებამ ითამაშა.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში, სადაც არგენტინამ კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა, მარტინესმა გოლითა და საგოლე გადაცემით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მატჩის შემდეგ მცველი ემოციებს ვერ მალავდა:
როცა ჩემს ტრავმაზე ვფიქრობ, ტირილი მინდება. ჩემი შვილი ზუსტად იმ პერიოდში რომ არ დაბადებულიყო, როცა დავშავდი, არ ვიცი, დღეს აქ საერთოდ ვიქნებოდი თუ არა
მუნდიალის მერვედფინალში ლიონელ სკალონის გუნდი ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება, სადაც ტიტულის შესანარჩუნებლად არგენტინელებს დაცვაში თამაშის გამოსწორება მოუწევთ.