არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, კაბო-ვერდესთან მუნდიალის მერვედფინალში მოპოვებული მძიმე გამარჯვების (3:2) შემდეგ იხუმრა იმ უხეშობაზე, რაც მეტოქის მხრიდან საკუთარ თავზე გამოსცადა.
მესის თქმით, კაბო-ვერდელი ფეხბურთელები მოედანზე მასზე ძალიან უხეშად თამაშობდნენ, ფინალური სასტვენის შემდეგ კი მაისურებსა და ერთად ფოტოების გადაღებას სთხოვდნენ.
„ყველაფერს მთხოვდნენ - მაისურს, ფოტოებს... არადა, მოედანზე სულს მიხდიდნენ და ფეხებში მირტყამდნენ“, - იხუმრა მესიმ TyC Sports-თან ინტერვიუში.
კაპიტანმა მატჩში სტანდარტული მდგომარეობების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რომელთა წყალობითაც არგენტინამ გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, მესიმ გუნდის თამაშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პირველი გოლის გატანის შემდეგ არგენტინამ კონტროლი დაკარგა და მეტოქეს ბურთი დაუთმო, რაც მომავალში აღარ უნდა განმეორდეს.
მსოფლიო ჩემპიონები მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.