შვედმა ლეგენდამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუს როლი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 41 წლის თავდამსხმელს გუნდში მხოლოდ ნოსტალგიისა და წარსული დამსახურებების გამო ათამაშებენ.
Fox Sports-ის ეთერში იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ ხორვატიასთან მატჩში გონსალო რამოსის გამარჯვების გოლმა ნათლად აჩვენა, პორტუგალიამ წინ უნდა იაროს და რონალდუზე დამოკიდებულება შეწყვიტოს.
მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ ხორვატებთან პენალტი გაიტანა, ზლატანი მიიჩნევს, რომ ალ ნასრის ფორვარდი გუნდს მხოლოდ აფერხებს და რობერტო მარტინესმა შემადგენლობაში ცვლილებები უნდა განახორციელოს, მით უმეტეს, როცა მერვედფინალში ნაკრებს ესპანეთთან ურთულესი დაპირისპირება ელის.
პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივრები უნდა ელოდნენ იმას, რაც ახლა ხდება. შეუძლებელია 2026 წელს რაიმეს მოგებას ელოდო, როცა შეტევას 41 წლის კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა სკამზე გონსალო რამოსი გიზის, რომელიც მოედანზე შემოდის და გოლი გააქვს
ეს არ არის 'ლეგენდარული ლიდერობა'. ეს არის ეგო, რომელსაც გუნდი მძევლად ჰყავს აყვანილი. რონალდუმ ძველი ალღო და მობილურობა დაკარგა. ახლა ის უბრალოდ საჯარიმოში დგას... ამ ეტაპზე, მას მოედანზე საკუთარი აურა უფრო ამაგრებს, ვიდრე ფეხები. მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენების გაგრძელება სუფთა წყლის ნოსტალგიით გამოწვეული სიგიჟეა