ბარსელონას მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ამსტერდამის აიაქსში იჯარით გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
კატალონიური კლუბი ნიდერლანდელებთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და მზად არის გერმანელი გოლკიპერის ხელფასის უდიდესი ნაწილი თავად დაფაროს, რათა სახელფასო ფონდი შეამციროს. 34 წლის მეკარემ ჰანსი ფლიკის გუნდში ადგილი ჯერ ხოან გარსიასთან, ხოლო შემდეგ ვოიცეხ შჩესნისთან კონკურენციაში დაკარგა.
ტერ შტეგენს ბოლო პერიოდში უმძიმესი ტრავმები ჰქონდა, მუხლისა და ზურგის ოპერაციების შემდეგ, ის გასულ სეზონში ჟირონაში იყო განათხოვრებული, თუმცა იქაც მალევე დაშავდა. ამის გამო მან გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსიც დაკარგა, რადგან იულიან ნაგელსმანმა ნაკრებში მანუელ ნოიერი დააბრუნა. ა
მსტერდამში გადასვლა ტერ შტეგენისთვის ძველი ფორმის აღდგენისა და სათამაშო პრაქტიკის მიღების საუკეთესო შანსია.