ბარსელონას პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, მტკიცედ არის განწყობილი, რომ ხულიან ალვარესის ტრანსფერს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს.
ESPN-ის ინფორმაციით, ლაპორტა თავს არგენტინელის წინაშე ვალდებულად გრძნობს. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა კატალონიური კლუბის თხოვნა შეასრულა და საჯაროდ განაცხადა ატლეტიკოს დატოვების სურვილის შესახებ.
მადრიდელების ბოლოდროინდელი საჩივარი ფიფაში ბარსელონას წინააღმდეგ ლაპორტას საერთოდ არ ადარდებს.
პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლუბი ახალ ფინანსურ რეალობაში ცხოვრობს და მისი ხელმძღვანელობაში დაბრუნების შემდეგ ეკონომიკური სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.
დაახლოებით ერთი თვის წინ ბარსელონამ ალვარესის სანაცვლოდ ატლეტიკოს 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს შეთავაზება მადრიდელებმა უპასუხოდ დატოვეს.