ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას თინეიჯერმა სენსაციამ, ლამინ იამალმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ მედიასთან საკუთარ ფიზიკურ კონდიციებსა და იმ უდიდეს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რაც კლუბსა თუ ნაკრებში ლიდერობას ახლავს.
18 წლის ფეხბურთელმა თავდაჯერებულად აღნიშნა, რომ კრიტიკა და გულშემატკივრების მხრიდან არსებული ზეწოლა მასზე უარყოფითად არ მოქმედებს.
მესმის, რომ ხალხი ყოველთვის იმ მოთამაშისგან ელის ყველაზე მეტს, ვისი თამაშიც მათ აღაფრთოვანებს. პედრი და როდრი უდიდესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ვარ - მე ბარსელონას 10 ნომერი და ძირითადი ვინგერი ვარ. თუმცა, ეს სტატუსი მაბედნიერებს. წნეხი მაშინ გექცევა პრობლემად, როცა მოთხოვნების შესრულება არ შეგიძლია, მე კი ამისთვის მზად ვარ
ახალგაზრდა ვარსკვლავმა ესპანელ ქომაგებს იმედისმომცემი ინფორმაციაც გაუზიარა და აღნიშნა, რომ ტრავმის სრულად მოშუშების შემდეგ, მოედანზე 90 წუთის გასატარებლად მზადაა. ჯგუფურ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბი მას უფრთხილდებოდა, თუმცა ახლა იამალი თავს თითქმის მაქსიმალურად კარგად გრძნობს და მზად არის ავსტრიასთან 1/16 ფინალურ მატჩში გუნდს დაეხმაროს.