ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა ლამინ იამალმა ელ ლარგეროსთან ინტერვიუში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობა და პირადი გამოცდილება შეაჯამა.
ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ტურნირი ახლა, პლეი-ოფის სტადიით იწყება, რომელიც, მისი აზრით, ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
იამალმა საუბარში ხაზი გაუსვა პარაგვაის ნაკრების მოულოდნელად კარგ ასპარეზობას და აღნიშნა, რომ მიუხედავად ტრავმის გამო მიღებული მცირე პაუზისა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მოუთმენლად ელის მომდევნო შეხვედრას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსფერო ჭორებსაც. იამალმა ღიად მოუწოდა ხულიან ალვარესს ბარსელონაში გადმოსვლისკენ. მისი თქმით, ალვარესი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და კატალონიურ კლუბში მას დიდი სიხარულით მიიღებენ, რადგან ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, საუკეთესო გულშემატკივრებით.
იამალმა ხუმრობით აღნიშნა კიდეც, რომ მის ადგილას რომ ყოფილიყო, დაუფიქრებლად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.