კატალონიის ბარსელონამ ლა ლიგისგან უმნიშვნელოვანესი ფინანსური შეღავათი მიიღო და 1:1-ზე ხარჯვის წესს დაუბრუნდა.
Marca-ს ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ კლუბს მრავალწლიანი მკაცრი ეკონომიის შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე სრულფასოვნად მუშაობის უფლება ეძლევა. თუ აქამდე ბარსელონას გაყიდული ფეხბურთელებიდან მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის რეინვესტირება შეეძლო, ახლა შემოსავლის სრულად გამოყენებას შეძლებს.
კლუბმა სახელფასო ფონდიდან უკვე გამოათავისუფლა 58 მილიონი ევრო, რაც ანტონი გორდონის დარეგისტრირებასა და მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავის, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობას ამარტივებს.
პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საჯაროდ დაადასტურა, რომ არგენტინელ ფორვარდს კატალონიაში გადმოსვლა დიდი ხანია სურს და კლუბმა მადრიდელებს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.