რომა მარსელის თავდამსხმელის, მეისონ გრინვუდის შესაძენად მოლაპარაკებებს ააქტიურებს.
იტალიურ კლუბს მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს და ტრანსფერის დახურვას მომდევნო კვირის დასაწყისში გეგმავს. რომაელებს ეშინიათ, რომ ბრძოლაში მადრიდის ატლეტიკო არ ჩაერთოს. ესპანური კლუბი გრინვუდზე იმ შემთხვევაში გადაერთვება, თუ ხულიან ალვარესი გუნდს დატოვებს.
მარსელი ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე ნაკლებს ითხოვს, რაც რომას შანსებს ზრდის. ფეხბურთელს ყველაზე მაღალ ხელფასს ფენერბახჩე სთავაზობს (7 მილიონ ევროს, რომას 5 მილიონის წინააღმდეგ), თუმცა თურქებს სატრანსფერო თანხაზე ოფიციალური წინადადება ჯერ არ წარუდგენიათ.
პარალელურად, ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბმა ატლეტიკოს ალვარესის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთა, რაც ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და გრინვუდის მადრიდში გადასვლას რეალურს გახდის. სწორედ ამიტომ, რომა ტრანსფერის სასწრაფოდ დასრულებას ცდილობს.