მილანის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა, ლუკა მოდრიჩის გუნდში შენარჩუნება პრიორიტეტად აქცია.
პორტუგალიელი სპეციალისტი პირადად დაუკავშირდა 40 წლის ხორვატ ნახევარმცველს და სთხოვა, კონტრაქტში არსებული ერთწლიანი გახანგრძლივების პუნქტი გაააქტიუროს. ამორიმს მიაჩნია, რომ მოდრიჩის გამოცდილება და მენტალიტეტი ახალი გუნდის ასაშენებლად ფუნდამენტურია.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის სრული თანხმობაა. მოდრიჩს ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვის გამო მილანში დარჩენაზე ეჭვები ჰქონდა, თუმცა ამორიმის პროექტმა და ევროპა ლიგის მოგების გამოწვევამ მას მოტივაცია დაუბრუნა.
მასსიმილიანო ალეგრის დაცვითი სტილისგან განსხვავებით, ახალი მწვრთნელი შემტევ ფეხბურთს ნერგავს, სადაც მოდრიჩის წუთებს ფრთხილად გადაანაწილებენ, რათა ვეტერანმა მაქსიმალური სარგებელი მოიტანოს.
გასულ სეზონში მოდრიჩმა მილანში 37 მატჩი ჩაატარა, მუნდიალზე კი ხორვატიის ნაკრებთან ერთად ასპარეზობა 1/16 ფინალში, პორტუგალიასთან მარცხით დაასრულა.