ლეგენდა ლეგენდას აფასებს.
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო კარიერას არ დაასრულებს და თამაშს გააგრძელებს.
ორივე ვეტერანმა ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალურ მატჩში, სადაც პორტუგალიამ ხორვატია 2:1 დაამარცხა და ტურნირს გამოთიშა:
„მოდრიჩი ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. მასთან ერთად რეალში მრავალი წლის განმავლობაში ვთამაშობდი.
ლუკას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ თამაშს კვლავ გააგრძელებს“, - განაცხადა რონალდუმ მატჩის დასრულების შემდეგ.
არსებობს ვარაუდი, რომ მოდრიჩი უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.