პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთის ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
ტურნირის 1/16-ფინალში პორტუგალიელებმა ხორვატიის ნაკრები დაამარცხეს (2:1), ხოლო ესპანელებმა ავსტრიას გადაუარეს (3:0):
„ეს ფეხბურთია. ჩვენ ვიცით, რომ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით. მათ ძალიან კარგად ვიცნობთ.
მსოფლიო ჩემპიონატები ყოველთვის რთულია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. მატჩიდან მატჩამდე ვივლით და ვნახავთ, რა გამოვა“, - განაცხადა რონალდუმ.
მატჩი ორშაბათს, 6 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.