ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიის წინააღმდეგ სერიოზული დანაკლისი ექნება — გუნდს ბარსელონას ვინგერი, რაფინია ვერ დაეხმარება.
ამის შესახებ ინფორმაციას Globo ავრცელებს.
ბრაზილიელთა სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფეხბურთელი ტურნირის სავარაუდო მეოთხედფინალური მატჩისთვის მოამზადოს.
ფეხბურთელი საერთო ჯგუფისგან განცალკევებით, ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მან მოედანზე 30-40 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ვარჯიში დატოვა. არსებობდა მცირე შანსი, რომ მას ნორვეგიასთან შეხვედრამდე აღდგენა მოესწრო, თუმცა ხუთშაბათს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა, რომ რაფინია მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ რაფინიამ ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, ჰაიტისთან მოგებულ მატჩში (3:0) მიიღო.