ევროპა ლიგის 1/2 ფინალში მარსელმა ატალანტას უმასპინძლა.
შეხვედრა სტად ველოდრომზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - მე-11 წუთზე ანგარიში ჯანლუკა სკამაკამ გახსნა, 20-ზე კი მბემბამ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, ყველაფერი ბერგამოში, 9 მაისს გადაწყდება.