ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პარი სენ-ჟერმენისა და ბარსელონას დაპირისპირების წინ, ფრანგულ კლუბს სერიოზული პრობლემა შეექმნა.
პარიზელთა მარცხენა მცველი ნუნო მენდეში ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, კატალონიელებთან თამაშს ვერ შეძლებს.
საფრანგეთის ჩემპიონატში სტრასბურგთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში პორტუგალიელი მოედანზე 53-ე წუთზე გამოვიდა, თუმცა 85-ე წუთზე ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. რადგან ლუის ენრიკეს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, პსჟ-მ მატჩი 10 კაცით დაასრულა. თავდაპირველად კლუბში ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება საგანგაშო არ იყო, თუმცა კვირას დილით ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ უფრო რთული სურათი აჩვენა.
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და კლუბმა ზედმეტი რისკის გაწევა არ ისურვა.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პსჟ და ბარსელონა 6-6 ქულით ლიდერობენ (პარიზელები პირველ ადგილს გატანილი გოლების უპირატესობით იკავებენ), რაც პარიზში გასამართ მატჩს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და დაძაბულობას სძენს.