საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, სტრასბურგთან საგარეო შეხვედრაში, პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა.
პარიზელებმა პირველი ტაიმი 0:1 წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში თამაში შემოატრიალეს და 3:1 გაიმარჯვეს.
ქართველმა შემტევმა მოედანზე 63 წუთი დაყო. ფრანგული გამოცემა L'Équipe მისი თამაშის შეფასებისას საკმაოდ კრიტიკულები იყო:
ქართველი ფეხბურთელი საკუთარი თავის აჩრდილი იყო და ფერნანდესისთვის გაკეთებული გადაცემის გარდა თითქმის არაფრით გამოირჩეოდა. მან ვერ გამოიყენა რამდენიმე სიტუაცია, როდესაც მეტოქესთან პირისპირ დარჩა, რათა მცირე განსხვავება მაინც შეექმნა.
გამარჯვების შემდეგ პსჟ-ს 7 მატჩში 14 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 7 მატჩში მის აქტივში 1 გოლი (ლე მანთან) და 1 საგოლე გადაცემაა (მონაკოსთან).