VIDEO: პსჟ ლიდერს გაუთანაბრდა - როგორ ითამაშა კვარამ?
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და ლიდერ მონაკოს გაუთანაბრდა (დროებით მაინც).
დედაქალაქელები სტრასბურთან გასვლით მატჩს, ჯიოვანი რეინას გოლით, 77-ე წუთამდე აგებდნენ - კვარას ნაცვლად ცვლილებაზე შესულმა უსმან დემბელემ ჯერ პენალტი გააფუჭა, შემდეგ ილია ზაბარნის ასისტი გაუკეთა, 85-ე წუთზე კი თავად გაიტანა და გუნდი 2:1 დააწინაურა.
დამატებულ წუთებზე საბოლოო ანგარიში ასევე შეცვლაზე შესულმა დეზირე დუემ დააფიქსირა - 3:1.
ხვიჩამ მოედანზე 63 წუთი გაატარა - ბურთს 63-ჯერ შეეხო, კარისკენ არ დაურტყამს, 2 საკვანძო პასი გააკეთა, 10-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, 2-დან 1 წარმატებული ვარდნა შეასრულა და გუნდს ბურთი 2-ჯერ მოუპოვა.
Flashscore-მა მისი თამაში 7.0-ით შეაფასა, Sofascore-მა 6.8 დაუწერა, ხოლო WhoScored-მა - 6.7.
ლუის ენრიკეს გუნდმა 7 ტურში 14 ქულა მოაგროვა და ცხრილში გაუთანაბრდა ლიდერ მონაკოს, რომელიც ხვალ მე-9 ადგილოსან ლორიენს სტუმრობს.