პსჟ აშრაფ ჰაკიმის სიტყვებით უკმაყოფილო დარჩა.
მაროკოელმა მარჯვენა მცველმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით, ოქროს ბურთს იმსახურებს: „ფანტასტიკური სეზონი ჩავატარე - არც ისე ბევრ ფეხბურთელს აქვს გატანილი გოლი ლიგის, 1/4 ფინალში, 1/2 ფინალსა და ფინალში. მცველისთვის ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია."
Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელობას ფეხბურთელის ეს სიტყვები არ მოეწონა, რადგან ეს კლუბის პოლიტიკას არ შეესაბამება, რომელიც ბოლო წლებში გუნდურობასა და ერთიანობაზე აკეთებს აქცენტს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ კლუბს ჰაკიმის ამ სიტყვების ინტერვიუდან ამოჭრაც კი უნდოდა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ კლუბი ოქროს ბურთის ნომინაციაზე საჯაროდ მხარს უსმან დემბელეს უჭერს. თუმცა, აშრაფმა ციტატის ამოღება იუარა, რადგან მისი აზრით, საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების სრული უფლება აქვს.
თუმცა, წყარო ხაზს უსვამს, რომ ჰაკიმის ამ სიტყვებს გასახდელში ბალანსი არანაირად არ დაურღვევია.
ოქროს ბურთის გამარჯვებულს გამოცემა France Football 22 სექტემბერს გამოავლენს.