პარმას მეკარე, ძიონ სუძუკი პარი სენ-ჟერმენში აღარ გადავა
ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი ავრცლებს და ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
პარიზულმა და იტალიურმა კლუბებმა 23 წლის გოლკიპერის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს და გარიგების დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებსაც ცვლიდნენ. იაპონელის სამედიცინო შემოწმება შაბათს იყო დაგეგმილი.
თუმცა, ბოლო მომენტში სუძუკის წარმომადგენლებმა გაზრდილი საკომისიო მოითხოვეს, რომლის ოდენობაც პსჟ-ის ხელმძღვანელობამ გადაჭარბებულად მიიჩნია.
შედეგად, ტრანსფერი ჩაიშალა და მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყდა.
ამ ეტაპზე, სუძუკის შეძენაზე მოლაპარაკებებს ინგლისური ასტონ ვილა აწარმოებს.