ბარსელონამ მანჩესტერ სიტის როდრის ტრანსფერზე გუშინ მესამე ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
შეთავაზება ამჯერად 70 მილიონ ევროს უახლოვდება. კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსფერს განახორციელებენ, რადგან მოლაპარაკებები ფინალურ და გადამწყვეტ ეტაპზეა მისული.
ეს თანხა ბევრად უფრო ახლოსაა იმ ციფრებთან, რომელსაც მან სიტი მოლაპარაკებების პროცესში როდრის ფასად ასახელებს.
ამავდროულად, მანჩესტერ სიტი აიუბ ბუადის ტრანსფერის დახურვის ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რამაც შესაძლოა როდრის ტრანსფერიც კიდევ უფრო დააჩქაროს.