ლაიფციგმა ბოლო რვა წლის განმავლობაში ფეხბურთელების ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით ერთი მილიარდი ევროს ზღვარს გადააჭარბა.
ამის შესახებ ინფორმაციას Calcio e Finanza ავრცელებს.
გერმანული კლუბის საფინანსო-სპორტული მოდელი ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენასა და მათ შემდგომ წარმატებულ გაყიდვეზეა დამყარებული. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იან დიომანდეს მადრიდის რეალში ტრანსფერი, რომლის ღირებულებამაც ბონუსების ჩათვლით 140 მილიონი ევრო შეადგინა.
ლაიფციგის რეკორდული ტრანსფერები:
იან დიომანდე → მადრიდის რეალი - 140 მილიონი ევრო (ბონუსების ჩათვლით)
იოშკო გვარდიოლი → მანჩესტერ სიტი - 90 მილიონი ევრო
ბენიამინ შეშკო → მანჩესტერ იუნაიტედი - 76.5 მილიონი ევრო
დანი ოლმო → ბარსელონა - 61 მილიონი ევრო
ლუის ოპენდა → იუვენტუსი - 43 მილიონი ევრო
ადემოლა ლუკმენი → ატალანტა - დაახლოებით 17 მილიონი ევრო
ოლივერ ბურკი → ვესტ ბრომვიჩი - დაახლოებით 17 მილიონი ევრო