კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) ფუტსალის გუნდმა ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვება შეძლო.
ჩემპიონატისა და თასის შემდეგ, კსუ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა, მას შემდეგ, რაც გადამწყვეტ მატჩში ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
ფინალური შეხვედრის მთავარი გმირი ნიკა ხარატიშვილი გახდა, რომელმაც მეტოქის კარში ბრწყინვალე ჰეთთრიქი შეასრულა და გუნდს ტიტულის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ წარმატებული სეზონის ფონზე, აგვისტოში კსუ-მ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლა მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ჯგუფის მასპინძელ ბოსნიურ ბუბა მარას ხვდა წილად.