VIDEO: უფრო დამაჯერებლად - ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორე მატჩშიც დაამარცხა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა.
სტუმართა კარში გოლები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ, ლევან სვანიძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანეს, გიორგი ჩიმაკაძემ კი დუბლი შეასრულა. შედეგად, ავთანდილ ასათიანის გუნდმა 5:2 გაიმარჯვა.
აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩები 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საკვალიფიკაციოს მატჩები ოქტომბრიდან დაიწყება.