საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრები 8 და 10 სექტემბერს, ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.
ეს მატჩები ქართველებისთვის ბოლო და უმნიშვნელოვანესი რეპეტიცია იქნება მომავალი ოფიციალური დაპირისპირებების წინ. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 14 ოქტომბერს თბილსში კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო 20 ოქტომბერს სტუმრად იტალიას დაუპირისპირდება.
ჩეხეთთან მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანმა ნაკრებში თხუთმეტი ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორისაც სამი დებიუტანტია - ბექა გოგსაძე, გიგი ლომაია და ვანო ბექაური.
სრულფასოვანი მზადებისთვის გუნდი 7 სექტემბერს, 16:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, სადაც მედიისთვის წარმომადგენლებისთვის საწყისი 15 წუთი ღია იქნება.