გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე Socca-ს მსოფლიო ჩემპიონატზე (6x6-ზე ფეხბურთი) საქართველო მასტერ ლიგის ნაკრები 1/16-ფინალურ ეტაპზე სირიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრა სირიელთა უპირატესობით დაიწყო და ანგარიში მე-7 წუთზე მუჰამედ ჰეგიმ გახსნა. საქართველოს ნაკრებს თამაშში გარდატეხის შეტანის რეალური შანსები ჰქონდა, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენა.
პირველ ტაიმში თამაზ ვახანიამ (მე-17 წუთზე) და რატი ცაწკრიალაშვილმა (მე-20 წუთზე) პენალტები ვერ გაიტანეს, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ქართველმა ფეხბურთელებმა ცარიელ კარშიც ვერ მოახერხეს ბურთის გადატანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში როკ ალიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო დასკვნით წუთებზე, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გასათანაბრებლად მეკარე მოედნის მოთამაშეთი შეცვალა, სირიელებმა ისარგებლეს და უპირატესობა კიდევ ორი გოლით გაიმყარეს.