ანდრია ბართიშვილი ლონდონში იმყოფება და არსენალში გადასვლის ბოლო დეტალებს ადგილზე აგვარებს.
GEO TEAM-ის ინფორმაციით, 17 წლის ქართველმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ხვალ კი ინგლისის მოქმედ ჩემპიონებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბართიშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც არსენალის შემადგენლობაში ჩაირიცხება.
მეთოფეები ქართველი ტალანტის სანაცვლოდ 4.5 მლნ ევროს გადაიხდიან, ფეხბურთელი მათ რიგებს შეუერთდება მომავალ ზაფხულს, როცა უკვე 18 წლის იქნება.
ანდრია ბართიშვილი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, ამჟამად ფოთის კოლხეთი 1913-ის საკუთრებაა, იბერია 1999-ის რიგებში კი იჯარის წესით თამაშობს.
თინეიჯერ ფეხბურთელს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 საგოლე მოქმედება შეასრულა - 2 გოლი, 2 ასისტი.
რეკორდული ტრანსფერი არსენალის ისტორიაში ოფიციალურად დადასტურდა