გურიას დიდი ნაბიჯი - ლიგა 3-ში ლიდერობისთვის ბრძოლა მაგრად იძაბება
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გურია ლანჩხუთმა, ლიგა 3-ის მე-20 ტურში, ერთ-ერთ კონკურენტ გონიოს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო და დაუმარცხებელ ლიდერ თბილისი 2025-ს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ევგრაფი შევარდნაძეზე გამართულ შეხვედრაში, გურულებმა გამოცდილი თორნიკე კაპანაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვეს, 45 ქულა მოაგროვეს და პირველადგილოსანთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.
მეორე მხრივ, გურიამ 8 ქულამდე გაზარდა სხვაობა მესამეადგილოსან იბერია 1999 2-თან, რაც ცალკე ხაზგასასმელი ფაქტია, რადგან ზედა ლიგაში ორი გუნდი პირდაპირ დაწინაურდება, მესამე-მეოთხე ადგილზე გასულები კი პლეი-ოფს ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ მეორე წრის გახსნით თამაშში გურია ლოკომოტივ თბილისთან შინ დამარცხდა, მას შემდეგ კი ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, თანაც ყველა მშრალი ანგარიშით - მერანი თბილისთან 5:0; იბერია 1999 2-თან 2:0; ბეთლემი ქედასთან 5:0 და გონიოსთან 2:0.
გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ტურში, 10 სექტემბერს, მე-13 ადგილოსან გარდაბანს სტუმრად ეთამაშება.