საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ლიონი პარკ ოლიმპიკზე მეცს მიიღებს.
ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეულად საინტერესო იქნება, რადგან ორივე გუნდის შემადგენლობაში ვიხილავთ ქართველ ფეხბურთელს.
გიორგი მიქაუტაძე თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, სადაც ბრწყინვალე სეზონები ჩაატარა. თავის მხრივ მეცში ორი ქართველია - გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი.
მიქაუტაძემ მეცში 2019-2023 და 2024 წლებში ითამაშა და საერთო ჯამში 68 მატჩში 38 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა, ლიონში კი მის ანგარიშზე ჩატარებულ 48 შეხვედრაში 18 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
ახლად დაწყებული სეზონის პირველ ტურში ლიონმა გასვლაზე ლანსი სწორედ ქართველი თავდამსხმელის გოლით დაამარცხა და 3 ქულა მოიპოვა.
მარცხით დაიწყო სეზონი მეცმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე სტრასბურგთან შეხვედრა მინიმალური სხვაობით (0-1 დათმო). სრულად ჩაატარა მატჩი გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი აბუაშვილი კი სათადარიგო სკამზე დარჩა.
დღევანდელი მატჩის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაში მიქაუტაძე და წიტაიშვილი არიან, აბუაშვილი კი კვლავ სათადარიგოზეა მოაზრებული.
ლიონისა და მეცის მატჩი 23:05 საათზე დაიწყება.
"მემკვიდრეობა" - მიქაუტაძის ფოტოსესია ლიონის რეტრო მაისურებით