იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში მილანი სან სიროზე კრემონეზეს მიიღებს.
უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული კრემონელების განაცხადში დაჩი ლორთქიფანიძეს ვხვდებით. 20 წლის ქართველ ნახევარმცველს კრემონეზეს ასაკობრივი გუნდები აქვს გამოვლილი.
ლორთქიფანიძე 2020 წლიდან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიც არის. მან ერთი მატჩი 21-წლამდელთა გუნდშიც ჩაატარა.
კრემონეზეში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქართველი, ლუკა ლოჩოშვილი თამაშობდა, რომელმაც კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა და კარიერას ნიურნბერგში აგრძელებს.
მილანისა და კრემონეზეს მატჩი დღეს 22:45 საათზე დაიწყება.
