კოპა იტალიაზე კარარეზეს წინააღმდეგ მისი ოფიციალური დებიუტის შემდეგ, საბა გოგლიჩიძე უდინეზეს ახალ მოთამაშედ წარადგინეს.
ქართვემა მცველმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ემპოლისთან ერთად სერია ა-ში პირველი სეზონი მქონდა, მაგრამ ახლა დონე განსხვავებულია. აქ თავიდანვე ყველა მეხმარება და შევეცდები ამ გუნდისთვის ყველაფერი გავიღო.
აქ ყველა ძალიან მეგობრულია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩემთვის. მნიშვნელოვანია, რომ კარგი სეზონი გვქონდეს.
ჩემთვის იდეალური პოზიცია ცენტრშია, სამი მცველი იქნება თუ ოთხი დიდი განსხვავება არ არის. ყველაფრისთვის მზად ვარ.
ჩემთვის მისაბაძი სერხიო რამოსია. მისი მენტალიტეტი და სტილი მომწონს.
უდინეზეს ისტორიაში პირველი ქართველი მოთამაშე ვარ და ეს დიდებული ამბავია ჩვენთვის. ამას ვგრძნობ და ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო.
რატომ 2 ნომერი? როცა 10 წლის ვიყავი მარჯვენა მცველად ვთამაშობდი და 2 ნომერი ვიყავი."
გოგლიჩიძის უდინეზე სერია ა-ს პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ვერონას მიიღებს. მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.