Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დინამო თბილისის 18 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ ჩიქოვანი კარიერას უოტფორდში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, დინამო თბილისსა და უოტფორდს შორის შეთანხმება შედგა.
მზადაა ფეხბურთელის კონტრაქტიც - ჩიქოვანი ინგლისურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს, რომში გაივლის - იტალიის დედაქალაქში აიღებს ნიკოლოზ ჩიქოვანი დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზასაც.
ჩიქოვანი გიორგი ჩაკვეტაძის შემდეგ უოტფორდში კიდევ ერთი ქართველი იქნება.