იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ფიგურული ციგურაობის ჩელენჯერის სერიის ტურნირზე, ქართულმა წყვილმა პირველი ადგილი დაიკავა.
გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის დუეტმა რიტმულ ცეკვებში 79.74 ქულა მოიპოვა, თავისუფალ ცეკვაში მსაჯებისგან 110.25 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 188.99 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
სმოლკინმა და დევისმა ოქროს მედალი მოიგეს იმ ფონზე, რომ ტურნირზე ახალი პროგრამები წარმოადგინეს.
ქართულმა დუეტმა იაპონურ, ჩეხურ, რუსულ, ამერიკულ და იტალიურ წყვილებს აჯობა.