VIDEO: სადებიუტო გოლი კარიერაში - იბერიას 18 წლის მცველმა 89-ე წუთზე მოაგებინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იბერია 1999-მა სამგურალი დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერებს სხვაობის გაზრდის საშუალება არ მისცა.
პირველ ტაიმში გუნდებმა პენალტიდან გაიტანეს - ჯერ გიორგი ჯინჯოლავამ იბერია დააწინაურა, იმერელთაგან კი ლევან გეგეჭკორმა გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი, 89-ე წუთზე, 18 წლის ნიკოლოზ ბოჭორიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც პროფესიონალურ კარიერაში სადებიუტო გოლი შეაგდო და გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
საინტერესოა, რომ თინეიჯერ მცველს მიმდინარე სეზონის ეროვნულ ლიგაში 2 საგოლე მოქმედება აქვს და ორივე სამგურალთან - გასვლითი მატჩისას საგოლე პასი გააკეთა.
შედეგად, ანდრეი დემჩენკოს გუნდმა 22 მატჩში 37 ქულა მოაგროვა და პოტენციურად ლიდერია, რადგან ლიდერ რუსთავზე 5 ქულითა და 2 თამაშით ნაკლები აქვს.
მომდევნო ტურში იბერიელებს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ - 9 სექტემბერს, მე-2 ადგილოსან დინამო ბათუმს აჭარაში ესტუმრებიან. სამგურალი იმავე დღეს დილას უმასპინძლებს.