VIDEO: ქართველმა დიდოსტატური საგოლე პასი გააკეთა და 10-კაციან გუნდს მოაგებინა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ყაზახეთის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, ჟეტისუმ შინ ირტიში 1:0 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა.
მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა, ცოტნე მოსიაშვილმა 61-ე წუთზე ბურთი ძალისმიერ ორთაბრძოლაში მოიპოვა, მეორე მეტოქეს გვერდი ლამაზი მოძრაობით აუარა და შესანიშნავი პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.
მოსიაშვილმა მართლაც დიდოსტატურად ითამაშა და გუნდს დაეხმარა მოეგო ურთულესი მატჩი უშუალო კონკურენტთან და მისთვის ცხრილში გადაესწრო. ურთულესი, რადგან ჟეტისუ პირველი ტაიმის ბოლო წუთებიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდა.
დილასა და დინამო ბათუმის 31 წლის ექს-ნახევარმცველმა მიმდინარე ჩემპიონატში მეორე საგოლე პასი გააკეთა.
აღნიშნული გამარჯვებით, ჟეტისუმ 8-ტურიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, გასავარდნ ზონას თავი დააღწია და ახლა მე-13 ადგილზეა.