VIDEO: მატჩი დაწყებული არ იყო, რომ ვაკომ ასისტი გააკეთა - ასე სწრაფად როგორ?!..
40 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგის 2026 წლის სეზონში მორიგი საგოლე მოქმედება შეასრულა.
ჩემპიონატის 26-ე ტურში, ქართველის შანდონ ტაიშანი შენჟენ სინპენჩენს მასპინძლობდა და პირველსავე წუთზე დაწინაურდა.
თამაში სტუმრებმა დაიწყეს, ვაკომ კი მცველისგან ცუდად გადაწოდებული ბურთი ჩაჭრა და საგოლე პასი გააკეთა - კრიზანმა გოლი მე-17 წამზე შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სუპერ ლიგის ისტორიაში უსწრაფესი გოლი 2012 წლის 20 ოქტომბერს გავიდა - ძი სიანმა გუანჯოუ ევერგრანდის კარი მე-7 წამზე აიღო.
29-ე წუთზე, უხეში თამაშის გამო, სწორედ კრიზანი გააძევეს, მეორე ნახევრის შუაში კი სტუმრებმა გაათანაბრეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა, რითაც შანდონმა მე-3 ადგილზე გადასვლის შანსი გაუშვა ხელიდან.
ვაკომ მიმდინარე სუპერ ლიგაში მე-13 საგოლე მოქმედება მიითვალა - 5 გოლი, 8 ასისტი. გასულ სეზონში 27 გოლი და 5 ასისტი ჰქონდა.
შანდონ ტაიშანს ახლა 37 ქულა აქვს და მესამეადგილოსან ბეიჯინ გოუანს - 1-ით, ხოლო მეორეადგილოსან დალიან იინბოს 3 ქულით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ შანდონმა ჩემპიონატი, ფედერაციის სანქციების გამო (სულ 9 გუნდი დაასანქცირეს), -6 ქულით დაიწყო.