ეგრევე გრანდთან ათამაშეს - როგორ ჩაიარა ხარებაშვილის დებიუტმა ბაშაქშეჰირში?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბა ხარებაშვილმა სტამბოლის ბაშაქშეჰირის მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
თინეიჯერი მცველი 3 სექტემბერს 18 წლის გახდა, 4 სექტემბერს კი ეგრევე სადებიუტო შეხვედრისთვის გამოიძახეს და თურქული ფეხბურთის უდიდეს გრანდ გალათასარაის წინააღმდეგ ცვლილებაზე ათამაშეს.
საბა მოედანზე 63-ე წუთზე, 0:1-ზე შევიდა, 75-ე წუთზე შეტევის ტემპს კარგად აჰყვა და საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა მახვილი კუთხიდან მეკარეს ვერ აჯობა - გამათანაბრებელი გოლი სწორედ მისი დარტყმის შედეგად დანიშნულ კუთხურს მოჰყვა.
89-ე წუთზე, საჯარიმოს მისადგომებთან წესი დაარღვია და ყვითელი ბარათი მიიღო - გალამ გამარჯვების გოლი სწორედ ამ ჯარიმიდან გაიტანა და 3:2 მოიგო.
ხარებაშვილს უფრო ხშირად ლეროი ზანეს წინააღმდეგ თამაში უწევდა, 83-ე წუთზე კი იგი დენიზ გიულმა შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ გალას რიგებში რაფაელ ლეაუს დებიუტი სწორედ საბას გუნდთან, 68-ე წუთიდან შედგა. ვიქტორ ოსიმენიც ძირითადში იყო, მე-16 წუთზე გოლი გაიტანა და გუნდი დააწინაურა, თუმცა 33-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
ბაშაქშეჰირს დორტმუნდის, რეალ მადრიდისა და ლივერპულის ყოფილი ნახევარმცველი, ნური შაჰინი წვრთნის და ხარებაშვილის ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სწორედ ის იყო.
სტამბოლურმა კლუბმა ქართველი მცველი დინამო თბილისისგან 4 მლნ ევროდ იყიდა, რაც დინამოელთა ისტორიაში ყველაზე ძვირი გასხვისებაა - გიორგი ქინქლაძის 1995 წელს სიტიში გაყიდვასთან ერთად. ასევე, დინამო ხარებაშვილის მომდევნო ტრანსფერის თანხიდან 25%-ს მიიღებს.