ქართველმა მცველმა უკრაინაში ასისტი მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამში გააკეთა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მაისურაძემ უკრაინის პრემიერ ლიგის ახალ სეზონში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა.
ქართველი მარჯვენა მცველის პოლისია ჟიტომირმა, ჩემპიონატის მე-5 ტურში, კუდრივკას უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.
მაისურაძემ ასისტი პირველსავე წუთზე გააკეთა - უფრო ზუსტად, 45-ე წამზე, როცა ვლადისლავ ველედენს ბურთი გადააწოდა და მანაც მახვილი კუთხიდან მეკარის შეცდომის შედეგად გაიტანა.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში ძირითადი შემადგენლობიდან პირველად ითამაშა და მატჩი სრულად ჩაატარა.
ტანმაღალი ქართველი მცველი პოლისიას რიგებში 2024 წლის ივლისიდან გამოდის, გასული სეზონის პრემიერ ლიგაში 12-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე მოქმედება ჰქონდა - 1 გოლი, 1 ასისტი.
პოლისია ჟიტომირმა 2026-27 წლების სეზონი კარგად დაიწყო, 5 ტურში 12 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეა მინიმუმ იქამდე, სანამ მეორე-მესამე ადგილზე მყოფი კარპატი და შახტარი ერთმანეთში არ ითამაშებენ (5 სექტემბერს).