14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლას ვეგასში UFC Fight Night-ის დროს ერთმანეთს ორგანიზაციის გდებების რეკორდსმენები ჟორჟ სენ-პიერი და მერაბ დვალიშვილი შეხვდნენ.
მერაბი: "ამას კიდევ გეტყვი, სიგიჟეა. ეს შენი რეკორდი იყო და ახლა ჩემია."
სენ-პიერი: "გილოცავ, შენ ამას ნებისმიერზე უკეთ აკეთებ. ამ საქმეში მეფე ხარ.
მერაბი: "მადლობა. თქვენ ხედავთ ორ მებრძოლს ყველაზე მეტი გდებით."
სენ-პიერი: "რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ მოიხსნას."
მერაბი: "შენი დიდი გულშემატკივარი ვარ. შენი საბრძოლო სტილი მომწონს.
სენ-პიერი: "მადლობა. ქართველი ხალხი ძალიან ძლიერია. ბევრი ქართველი მეხმარებოდა ჭიდაობაში და მიხარია, რომ ამ ყველაფერს წარმოაჩენ."
The Takedown Kings! 🇨🇦🇬🇪 This moment between GSP and Merab at #UFCVegas104 🤝 pic.twitter.com/qA8Tz4D4Xa
— UFC Canada (@UFC_CA) March 16, 2025
ლეგენდარულმა ჟორჯ სენ-პიერმა მერაბთან ერთად ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: "ახლახანს UFC Fight Night-ზე გდებების საუკეთესო ხელოვანსა და UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს გადავეყარე."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები