ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი სტუმრად ნაპოლისთან დამარცხდა.
შეხვედრა სტადიონ დიეგო მარადონაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ნაპოლის რიგებში ორივე გოლი რასმუს ჰოილუნდმა გაიტანა და ორივე შემთხვევაში საგოლე პასი კევინ დე ბრუინმა მიითვალა.
სპორტინგის მხრიდან კი თავი 62-ე წუთზე ლუის სუარესმა, თერთმეტმეტრიანი ნუშნულიდან გამოიჩინა.
სამწუხაროდ, გიორგი ქოჩორაშვილს ამ შეხვედრაში თამაშის საშუალება არ მისცემია - ქართველმა ნახევარმცველმა თამაშს სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა თვალი.
ნაპოლიმ ლიგაზე პირველი 3 ქულა დააგროვა, სპორტინგს კი ამდენივე დარჩა განკარგულებაში.