ბრაზილიელი საყრდენი ოლდ ტრაფორდზე შესაძლოა ბოლო სეზონს სულაც არ ატარებდეს.
The Athletic-ის ინფორმაციით, კაზემიროს აქვს შესაძლებლობა მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივოს იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სეზონში გარკვეული რაოდენობის მატჩებს ძირითად შემადგენლობაში ჩაატარებს — ყველა ტურნირზე ჯამში 35 შეხვედრა.
33 წლის ბრაზილიელის მოქმედი ხელშეკრულება ზაფხულში იწურება. მიმდინარე სეზონში კაზემირო ძირითადში 18 მატჩში მოხვდა და ყველა ეს შეხვედრა პრემიერ ლიგაში შედგა.
ამ დროისთვის მანჩესტერ იუნაიტედს ტურნირებიდან მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატი დარჩა. გუნდი არ მონაწილეობს ევროპულ შეჯიბრებებში და უკვე გამოეთიშა ყველა შიდა თასსაც.
იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ ლიგაში სეზონის დასრულებამდე 17 ტური რჩება, კაზემიროს ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში თამაში მოუწევს იმისთვის, რომ მისი კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდეს.
აღნიშნულია, რომ თუ ნახევარმცველი ამ პირობას შეასრულებს და თუ მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, კონტრაქტის ბოლო წელს მისი ხელფასი მაქსიმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება და 18 მილიონი ფუნტი იქნება. თუმცა, კლუბთან დაახლოებული წყაროები ასეთ სცენარს უკიდურესად ნაკლებად რეალურისტურად მიიჩნევენ.