• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ყველა სცენარი - ვინ გახდება ფორმულა 1-ის ჩემპიონი?
სხვა სპორტისხვა სპორტი

ყველა სცენარი - ვინ გახდება ფორმულა 1-ის ჩემპიონი?

04 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი კულმინაციას მიუახლოვდა.


სეზონის ბოლო გრან პრი აბუ დაბიში გაიმართება, სადაც ჩემპიონის ვინაობაც გაირკვევა. ტიტულისთვის კი ერთდროულად 3 მრბოლელი იბრძოლებს - ლანდო ნორისი, მაქს ვერსტაპენი და ოსკარ პიასტრი.


ბოლო რბოლის წინ პილოტების ქულები ასე გამოიყურება.


ლანდო ნორისი - 408 ქულა

მაქს ვერსტაპენი - 396 ქულა

ლანდო ნორისი - 392 ქულა


საინტერესოა, ვის როგორი სცენარი აწყობს იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს.


ლანდო ნორისი


მაკლარენის ბრიტანელი პილოტი აბუ დაბის რბოლაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასვლის შემთხვევაში ავტომატურად გახდება ჩემპიონი და არ იქნება კონკურენტების პოზიციაზე დამოკიდებული.


თუ ლანდო მე-4 ან მე-5 პოზიციაზე გავა, მაშინ ვერსტაპენმა რბოლა არ უნდა მოიგოს, პიასტრის პოზიციას კი მნიშვნელობა არ ექნება.


თუ ნორისმა მე-6 ან მე-7 ადგილი დაიკავა, მაშინ არც ვერსტაპენმა და არც პიასტრიმ რბოლა არ უნდა მოიგონ.


ბრიტანელი მე-8 პოზიციის დაკავების შემთხვევაში ჩემპიონი მაშინ გახდება, თუ მაქსი პირველ და მეორე ადგილზე არ გავა, ოსკარი კი რბოლას ვერ მოიგებს.


თუ ლანდო მე-9 ადგილზე გავა, მაქსი სამეულს მიღმა უნდა დარჩეს, ავსტრალიელმა კი რბოლა ვერ მოიგოს.


და ბოლო შემთხვევა, თუ ნორისი მე-10 ადგილზე გავა ან ათეულს მიღმა დარჩება, მისი ჩემპიონობისთვის ვერსტაპენი სამეულს მიღმა უნდა დარჩეს, პიასტრი კი პირველ და მეორე ადგილზე არ უნდა გავიდეს.



მაქს ვერსტაპენი


რედ ბულის ნიდერლანდელ პილოტს და ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონს ბევრად შეზღუდული რაოდენობის სცენარი აქვს.


მაქსი რბოლის მოგების შემთხვევაში ჩემპიონი მაშინ გახდება, თუ ნორისი სამეულს მიღმა  დარჩება, პიასტრის შედეგს კი მნიშვნელობა არ ექნება.


თუ ვერსტაპენი მე-2 ადგილზე გავა, მაშინ ლანდომ მე-8 ან უფრო დაბალი პოზიცია უნდა დაიკავოს, ოსკარი კი პირველ და მეორე ადგილზე არ უნდა გავიდეს.


თუ მაქსმა მე-3 ადგილი დაიკავა, ჩემპიონი მაშინ გახდება, თუ ნორისი მე-9 ან უფრო დაბალ პოზიციაზე გავა, პიასტრი კი რბოლას ვერ მოიგებს.



ოსკარ პიასტრი


ჩემპიონობისთვის მებრძოლ სამეულში ყველაზე ნაკლები შანსი მაკლარენის ავსტრალიელ პილოტს აქვს, თუმცა შანსი მაინც არსებობს.


პიასტრი რბოლის მოგების შემთხვევაში ჩემპიონი მაშინ გახდება, თუ ლანდო ნორისი ხუთეულს მიღმა დარჩება, ვერსტაპენის პოზიციას კი მნიშვნელობა არ ექნება.


მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ოსკარს შანსი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ნორისი მე-10 ან უფრო დაბალ პოზიციას დაიკავებს, მაქსი კი სამეულში ვერ გავა.



ტრიუმფის შემთხვევაში ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი ჩემპიონები პირველად გახდებიან, მაქს ვერსტაპენი კი ზედიზედ მე-5 ტიტულისთვის იბრძვის.


აბუ დაბის გრან პრი 5-7 დეკემბერს გაიმართება, გადამწყვეტი რბოლა კი 7 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლანდო ნორისი
რედ ბული
მაკლარენი
მაქს ვერსტაპენი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მაქსის ავარია და მერსედესის დომინაცია - ავსტრალიაში კვალიფიკაცია შედგა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქსის ავარია და მერსედესის დომინაცია - ავსტრალიაში კვალიფიკაცია შედგა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,ბრძოლაში ეს მრბოლელები იქნებიან" - რასელმა სეზონის წინ მთავარი მეტოქეები დაასახელა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,ბრძოლაში ეს მრბოლელები იქნებიან" - რასელმა სეზონის წინ მთავარი მეტოქეები დაასახელა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქს ვერსტაპენი ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

მაქს ვერსტაპენი ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია" - ვერსტაპენი ავარიაზე

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია" - ვერსტაპენი ავარიაზე
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

07 მარ, 2026

მაქსის ავარია და მერსედესის დომინაცია - ავსტრალიაში კვალიფიკაცია შედგა

News image

06 მარ, 2026

,,ბრძოლაში ეს მრბოლელები იქნებიან" - რასელმა სეზონის წინ მთავარი მეტოქეები დაასახელა

News image

4 სთ წინ

მაქს ვერსტაპენი ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს

News image

07 მარ, 2026

,,მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია" - ვერსტაპენი ავარიაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება